09:38 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 19:12:09, 521 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროს, პირველი კლასის რიგითის, თამაზ თამარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მუშაობს და ჯარისკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.

„ჯარისკაცის გარდაცვალება ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით კი მშვიდობიანობის პერიოდში. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს და რამდენადაც შევძლებთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ. მოგეხსენებათ, საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომ ეჭვებისა და სპეკულაციების გარეშე ისაუბრონ ამ თემაზე. არ შეიძლება ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაში. ჩვენ პირველებმა გავავრცელეთ ინფორმაცია სამხედროს გარდაცვალების ფაქტის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად უპრეცედენტო გამჭვირვალობის პირობებში მუშაობს და საზოგადოებას ვპირდებით, ყველა ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით. შეუძლებელია, იქცეოდე ისე, როგორც იქცეოდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ უწყების ხელმძღვანელები. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავებათ ბრალდებებისა და წინასწარ გაცემული დასკვნების მარათონში. სამხედრო პოლიცია სრულად ჩართულია საქმეში, სამი სხვადასხვა ექსპერტიზაა დანიშნული და როგორც კი იქნება პირველი შედეგები, მაშინვე გამოქვეყნდება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

V ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი ბრიგადის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილს ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics