13:42 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 11:05:44, 686 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება, ოქტომბრიდან კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფს მიიღებენ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ერთეულს არ აღემატება, ოქტომბრის თვიდან  კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას მიიღებენ.

ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც იცით, ისევე როგორც დედაქალაში, ასევე საქართველოს რეგიონებში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი. მოხდა მისი კორექტირება, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს, მათ გარდა იმისა, რომ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ისინი ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას, ხოლო რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ იმ სუბსიდიას,  შესაბამისად თვეში 20 ლარის ოდენობით, რასაც  ისინი თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე იღებდნენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ
BBC - ლიზ ტრასი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერს მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics