13:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 12:34:50, 692 ნახვა

საზოგადოება
2016 წლის ბიუჯეტით პედაგოგების ხელფასების ზრდა იგეგმება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, აპრილიდან პედაგოგების ხელფასის ზრდა იგეგმება.  პროექტის თანახმად, პედაგოგების საბაზო ხელფასი 50 ლარით გაიზრდება და 405 ლარი გახდება.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პედაგოგების ხელფასების ზრდა კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისადაც მოხდება, საშუალოდ 100–200 ლარით.

მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 134 მილიონ 390 ათასი ლარით გაიზარდა.  წელს მისი ბიუჯეტი 975 მილიონ 190 ათასი ლარი იქნება. აქედან საბიუჯეტო სახსრებით 905 მილიონია გათვალისწინებული, 70 მილიონ 190 ათასი ლარი კი, მოპოვებული გრანტია.  ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 572 მილიონ 901 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგების ხელფასების მატებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს. პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 36 მილიონი, უმაღლესი და საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად 174 მილიონი, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 94 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics