05:11 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 13:29:11, 434 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი: ქვეყნის ეკონომიკამ სამი წლის განმავლობაში უკვე 7 მილიარდზე მეტი დაკარგა

მთავრობის მიერ წარმოდგენილმა 2016 წლის ბიუჯეტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მათ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა არ აქვთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრუელებელმა მდივანმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ხელისუფლება მომავალი წლის ხარჯებს 57 მილიონით ზრდის.

„2016 წელს მთავრობა ბიორკრატიულ-ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ნაცვლად   (პრემიები, დანამატები)  ხარჯებს 57 მილიონი ლარით ზრდის. ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით გაიზარდა. და ეს იმ ფონზე,  როდესაც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკამ სამი წლის განმავლობაში უკვე 7 მილიარდზე მეტი დაკარგა. მთავრობა ზრუნავს არა ქვეყნის ეკონომიკაზე და ხალხზე, არამედ საკუთარ თავზე“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, 2015 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, ხოლო, ჯანმრთელობის დაცვა თითქმის 10%-ით გაძვირდა.

„ამავე დროს, 2016 წლის ბიუჯეტით პენსიის გაზრდა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ეს იმ ვითარებაში, როცა ლარის მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. 2015 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ხოლო, ჯანმრთელობის დაცვა თითქმის 10%-ით გაძვირდა. რაც პენსიონერებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. ლარის კურსი კატასტროფულად გაუფასურებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი. ფასები იზრდება, იზრდება სიღარიბე და უმუშევრობა. ამ ვითარებაში,  ყველა კვალიფიციური ექსპერტი და ჩვენ, ოპოზიცია, მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად აუცილებელი იყო ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის პრემიების და დანამატების) შემცირება.

ამასთან, რატიანის თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელია.

„ამგვარად დაგეგმილი ბიუჯეტის პირობებში შეუძლებელია ლარის სტაბილიზაციის უზრუნველყოფა. 2015 წელს არასწორად დაგეგმილმა ბიუჯეტმა გამოიწვია ლარის კურსის დესტაბილიზაცია, დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა კორექტირება. მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, 2016 წელს დიდია ალბათობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდასაც ვერ მივაღწიოთ. მაგალითად აგვისტოს თვეში, როდესაც ტურისტული სეზონის პიკი უნდა ყოფილიყო, ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 2.5% შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გამოსავალი არის ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების, თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიების, დანამატების და სხვა ბიუროკრატიული, თუ არამიზნობრივი ხარჯების და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირება. ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი პრინციპი უნდა იყოს - რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს ხალხს, ეკონომიკას და არა ბიუროკრატიას“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე შეფასებით, მთავრობას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა არ აქვს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ წარმოდგენილმა 2016 ბიუჯეტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავრობას არ აქვს  ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა. ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამიტო, კიდევ ერთხელ  უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა სერგო რატიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics