09:36 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 13:35:13, 455 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძარობა“  დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს.

როგორც  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერი „კორუფციაშია  ჩაფლული“.

 „უმოქმედო, უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფლული - ეს ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებითა და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული მთავრობაა, რომელმაც ქალაქში სრული კრახი განიცადა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა. ამ სიტუაციაში უსუსური, საკუთარი გუნდისგან გარიყული ნარმანია, ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი, უტყვი შემსრულებელი იყოს.

როდესაც მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის პარალელურად მერია ათიათასობით ოჯახს უუქმებს არსებულ ,,კომუნალურ ვაუჩერს“, როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემის არსებობისას მერიაში წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლების გაყრა ხდება მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თბილისის მერისა და მთავრობის წევრების არაკვალიფიციურობა და გულგრილობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის - დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. თბილისელებისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, 2016 წლიდან მაინც დაიწყოს ქალაქში ,,ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე პრობლემების მოგვარება, ბიუჯეტის ადამიანების საჭიროებებზე მორგება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის სატრანსპორტო საცობებისგან განტვირთვა, ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელშემწყობი რეალური პროგრამების განხორციელება და ზოგადად, დედაქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

ჩვენ გვაქვს დედაქალაქის მართვის წარმატებული გამოცდილება და კონკრეტული პროექტები იმისათვის, რომ შევძლოთ  არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა. შესაბამისად, მზად ვართ არჩევნების გზით პასუხისმგებლობა ავიღოთ ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე“,- აღნიშნულია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics