13:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 15:05:11, 606 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციის ნაკლებობა მერიაში - უწყებაში ადასტურებენ, რომ მოსახლეობისა და ვიცე-მერის შეხვედრა ნამდვილად შედგა

მერიაში კომუნიკაციის  ნაკლებობაა. „ექსპრესნიუსს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, არასწორი ინფორმაცია მოაწოდა. მან ვიცე მერის ხალხთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა. 

ამან მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. პეკინის 23 ა-ს მაცხოვრებლებმა „ექსპრესნიუსს“ მოაწოდეს ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ პირდებოდა ვიცე მერი ლაშა აბაშიძე ხალხს, რომ საბავშვო ბაღის ადგილას, პეკინის 23 ა -ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა არ აშენდებოდა.

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალას მერიიდან გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ვიცე მერს ლაშა აბაშიძესა და ხალხს შორის კომუნიკაცია შედგა.  მათ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული არასწორი განცხადება კომუნიკაციის ნაკლებობით ახსნეს.

„გიდასტურებთ ვიცე-მერის მოსახლეობასთან შეხვედრას. როგორც ჩანს დისკომუნიკაცია მოხდა ჩვენს  თანამშრომელთან, ვინც კომენტარი გააკეთა ამაზე. ვიცე მერი იმყოფებოდა შეხვედრაზე, მოსახლეობას უთხრა, რომ ჩაერთვებოდა ამ საკითხში და საბოლოო გადაწყვეტიუილებას მათ აცნობებდა, ეს იყო შეხვედრის შინაარსი“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics