11:57 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:13:35, 1093 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ხომალდებმა სირია კასპიის ზღვიდან დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, გემებმა ტერორისტულ ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს.

პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ გავუშვით რაკეტები კასპიის ზღვიდან და გავანადგურეთ 1500 კილომეტრში მდებარე სამიზნეები, მეტყველებს ჩვენი თავდაცვითი–სამრეწველო კომპლექსის კარგ მუშაობასა და პირადი შემადგენლობის  გაწვრთნის მაღალ დონეზე“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე - ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს მოვისმენთ
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
რუსეთში, სმოლენსკის ოლქში სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე ხანძარია [ვიდეო]
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics