16:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 17:46:13, 438 ნახვა

პოლიტიკა
IDFI: აშშ–ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,585,115.04 დოლარი დაიხარჯა

2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა  9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ იმავე პერიოდში დაიხარჯა 5,270,490.09 აშშ დოლარი.

აღნიშნულ ინფორმაციას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აშშ–ს კონგრესისთვის წარდგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს.

IDFI –ის ცნობით, 2012 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

„აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

როგორც IDFI-ს ანალიზი ცხადყოფს, აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ“, – ნათქვამია IDFI–ის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics