04:03 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 19:03:30, 704 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ამერიკული რესტორნების ქსელის  „ვენდის“  ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა „ვენდის“ გლობალურ კონვენციაზე, რომელიც ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გაიმართა და 3000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან.

წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისათვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდის შექმნისთვის და მათ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის - Jim Near Legacy Award  - Talent & Organizational Excellence - ჯილდო მიიღო.

„Jim Near Legacy Award   - ყველაზე ღირებული ჯილდოა,   რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო „ვენდის“ კორპორაციული ფასეულობების საქართველოში დანერგვისთვის. „ვენდის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, „ვენდი“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან და ჩვენმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ჩვენმა ფოკუსირებამ ხარისხზე, „ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა ამ ძალიან დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად აქცია.   „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ეს „ვენდის“ დევიზია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ „ვენდის“ ხარისხის სტანდარტებს,  შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „ვენდის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „ვენდი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „ვენდის“ სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და ჭავჭავაძის 36ა-ში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე და ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარეობს. „ვენდის“ პირველი რესტორანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. საქართველოში კი „ვენდის“ მსოფლიოში ყელაზე დიდი რესტორანი ასევე 2015 წლის 15 ნოემბერს თბილისში, დოლიძისა და ბალანჩივაძის ქუჩებს შორის არსებულ სკვერზე გაიხსნება და პრეზენტაციის საზეიმო ცერემონიალს „ვენდის“ როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics