10:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 19:33:25, 531 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, ძირითადი ყურადღება ძალოვანი სამინისტროების სახელმწიფო დაფინანსების საკითხებზე გამახვილდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პრიორიტეტად კვლავაც ჯანდაცვა და განათლების  მიმართულებები განიხილება, რაც შეეხება ძალოვანი უწყებების დაფინანსებას, ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა: თავდაცვის სამინისტრო - 670 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 595 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 95 მილიონი ლარი.

კომიტეტის წევრი, მალხაზ ვახტანგაშვილი თავდაცვის სამინისტროს შიდა პროგრამებზე გათვალისწინებული თანხებით დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს ბიუჯეტი ნატო-ს წევრი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, რაც პროგრამებს შორის თანხების გადატანას გულისხმობს და ერთ კოდში მოცემული დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.

კომიტეტმა წარმოდგენილ პროექტს და მის თანმდევ დოკუმენტაციას კენჭისყრით მხარი დაუჭირა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics