16:27 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 19:45:14, 444 ნახვა

პოლიტიკა
მიშელ პლატინი ირაკლი ღარიბაშვილს - მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ფეხბურთი სწრაფად განვითარდება

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა.

წერილს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, დღესაც აქტუალურია ის მოგონებები, რომლებიც თბილისში გამართულ დიდი სუპერთასის ღონისძიებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხსაც დიდხანს ემახსოვრება იმ დღის ემოციები. მსგავს წარმატებას სუპერთასის ორგანიზების საქმეში, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთ თანამშრომლობას უეფასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც სწორედ თბილისში მოხდა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი წარმატებული იყოს.

ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს არა მარტო თქვენს ოფისში ან სტადიონზე, არამედ სადილის დროსაც, რომელზეც თქვენ, თქვენი კეთილი ნებით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლეთ. მე შევამჩნიე და ეს მახარებს, რომ თქვენ მონდომებული ხართ ხელი შეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას თქვენს ქვეყანაში.

გარდა ამისა, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც და მე მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც მივაღწიეთ ურთიერთგაგებას. მე წინადადება შემოგთავაზეთ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, როგორც ჩანს, ჩვენი შეთანხმება ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება იყო ყველასთვის.

მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით, ფეხბურთი სწრაფად განვითარდება საქართველოში, სადაც უდავოდ არსებობს ამის დიდი პოტენციალი“, - ნათქვამია მიშელ პლატინის წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics