08:44 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 21:23:43, 627 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და ჩინური მხარის წარმომადგენლები დაეწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განხილული იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრაზე განხილული იყო ფორუმის მსვლელობისას ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის დღის წესრიგი. ჩინურ მხარეს თბილისის ფორუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რაიონის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო აბრეშუმის გზის ფორუმის დღის წესრიგის ცალკეული საკითხები, მათ შორის, სასტუმრო „ჰუალინგის“ გახსნა თბილისში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში. აღნიშნული ობიექტები ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ ეკუთვნის.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოში ფორუმის საორგანიზაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად არიან ჩამოსულნი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები.

ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია თბილისს 14 ოქტომბერს ეწვევა. 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 15-16 ოქტომბერს გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ფორუმი იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით. ფორუმის ფარგლებში თბილისს 30 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა, რომელთა შორისაც იქნებიან ვიცე-პრემიერები და მინისტრები. სულ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics