17:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 14:03:07, 500 ნახვა

სამხედრო
ალექსანდრ ვერშბოუ ქართული ასეულის საველე სწავლებას დაესწრო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე ვაზიანის პოლიგონზე სტუმრობით დაიწყო.

ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული  საველე  სწავლება გაიმართა, რაც პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად. საჩვენებელი სწავლება თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და სწრაფ რეაგირებას ისახავდა მიზნად.

სწავლების დასრულების შემდეგ, ნატოს მაღალჩინოსანმა ქართველი სამხედროების  პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და ვაზიანის პოლიგონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამართულმა სწავლებამ, სადაც კარგად გამოჩნდა ქართველი ჯარისკაცების პროფესიული უნარ-ჩვევები. დიდი ხანია ნატოსა და ამერიკელი სარდლებისგან მესმის, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან. დღეს, მეც ვადასტურებ ამას. ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში მათზე დაკისრებულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე ასრულებენ. ვაზიანის პოლიგონს მომავლისთვის შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. შესაძლოა ეს ადგილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთ ლოკაციად განვიხილოთ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფი სავარაუდოდ მომავალ თვეში უკვე ადგილზე გაეცნობა ამ პოლიგონის შესაძლებლობებს. მაგრამ მე, როგორც არა ექსპერტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ“. 

წვრთნის დაწყებამდე, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწემ, მაიორმა დავით პაპოშვილმა მოწვეულ სტუმარს წვრთნის მიზნისა და ამოცანების, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.    

სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში. 

სწავლება მასშტაბური ხასიათის იყო. მასში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის, სამედიცინო ჯგუფის, ასევე ავიაციის, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების 425 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნაში ორი ერთეული Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი ერთეული UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის  შვეულმფრენი, ასევე IV მექანიზირებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2, ასევე თვითმავალი საარტილერიო სისტემები  და I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები იყო ჩართული.

წვრთნაში გათვალისწინებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილება. დღევანდელ სწავლებაში ისინი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სწავლებას დაესწრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საშტაბო-სამეთაურო სკოლის მსმენელებიც. 

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადაში გადაინაცვლეს. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს სპორტულ დარბაზსა და ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრში უმასპინძლა; მოგვიანებით, კი სამხედრო ნაწილში არსებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი მსუბუქი შეიარაღება და ქართული ჯარის ეკიპირება დაათვალიერებინა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics