01:07 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-09 12:57:45, 471 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და GAU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ზაზა რუხაძე დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანს თავდაცვის სამინისტროსა და GAU-ს მიერ ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა სახის სოციალური აქტივობების განხორციელება წარმოადგენს. იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება.

ურთიერთთანამშრომლობის პროცესში უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს იურიდიულ კონსულტაციას უსასყიდლოდ გაუწევს. პერიოდულად, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ხასიათის ლექციებს შესთავაზებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში გაფორმდა.

„როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ჩვენი სახელმწიფო დაცული იქნება მაშინ, როდესაც თავს დაცულად გრძნობს ის, ვინც უნდა დაგვიცვას. კლინიკა, რომელსაც შექმნის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მოემსახურება დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ შეეძლებათ მიიღონ იურიდიული მომსახურება, დარეკონ ტელეფონზე, მოვიდნენ იურიდიულ კონსულტაციაზე. სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავი ყოველთვის მშვიდად, დაცულად იგრძნონ, მოუგვარდეთ სამართლებრივი პრობლემები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნაბიჯი არის იმ ხედვის განხორციელების კუთხითაც, რასაც ჰქვია კამპანია „მხარი მხარს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნივერსიტეტის პრეზიდენტმაც.

„სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებას სათანადოდ ესმის, რამდენად აუცილებელია კარგად გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურისთვის განათლება. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების გარდა სხვა კუთხითაც მოგვიწევს. ჩვენ დაშავებულ ჯარისკაცებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების დახვეწაში დავეხმარებით, რათა სრულად შეძლონ საზოგადოებაში რეინტეგრაცია. ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა. მეამაყება, რომ მსგავსი სახის პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განვახორციელებთ“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics