17:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 17:27:59, 416 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, ის უსაფრთხოების ექსპორტიორია

საქართველო არის მაგალითი რეგიონისთვის - სამაგლითო ქვეყანა. ის არის ექსპორტიორი ქვეყანა უსაფრთხოებისა,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო ნატო-ს ძალიან ძლიერი პარტნიორია.

"ჩვენ ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. საქრთველო არის ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროატლანტიკური არჩევანი- ეს სწორედ მათი არჩევანია და სხვას არ აქვს უფლება ჩაერიოს. ჩვენ ვნახეთ მართლაც დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროში და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ გზას, რეფორმების გზით სვლას, ხდება იუსტიციის სამსახურების რეფორმა. გასული წლიდან კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი თანამშრომლობა.
ნატოს პრინციპები ძალიან ნათელია, ის არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ ვუჭრეთ მხარს საქართველოს ძალისხმევას. მან უკვე აირჩია თავისი მოკავშირეები. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა, არც შეიცვლება და ის ადრე თუ გვიან გახდება ალიანსის წევრი.
ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ და დარწმუნებული ვარ, ამას ახორციელებს საქართველო, რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრას პრობლემა აფხაზეთში. რა თქმა უნდა ეს კიდევც უფრო რთული ხდება იმ უკანონო ხელშეკრულების გამო, რომელიც დაგმო ნატომ.
საქართველო არის მაგალითი რეგიონისთვის - სამაგლითო ქვეყანა. ის არის ექსპორტიორი ქვეყანა უსაფრთხოებისა. არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს. დემოკრატიულ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს თავის სუვერენულ არჩევანს. რაღაც სამუშაო უნდა გატარდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენ უფრო და უფრო უახლოვდებით მიზანს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას",-განაცხადა ალექსანდ ვერშბოუმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics