14:04 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 11:06:01, 354 ნახვა

საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსი" დღეს დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯაა.

აქცია 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან დაიწყება, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით კორტებთან, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა მოკლული ახალგაზრდების მემორიალთან მივლენ.

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს პატრიოტები ბათუმში დაწყებული აქციის ციკლს აგრძელებენ.

„ თუ 31 იანვრამდე ხელისუფლება არ გამოავლენს ვაზაგაშვილის მკვლელებს, არ გახსნის დანაშაულს, ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ვიმეორებ: 31 იანვრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება სამართალიანობის აღდგენის მოთხოვნა, რასაც შეეწირა ირინა ენუქიძე და ახლა უკვე იური ვაზაგაშვილი.ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის და ,გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის გამარჯვებით დავასრულებთ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics