18:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 16:08:01, 368 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ახალ მონაკვეთზე მოძრაობა გადაერთო

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 6.5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მარჯვენა  (ფონიჭალა-რუსთავის) მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა და პარალელურად სატრანსპორტო ნაკადის ძველი გზიდან ახალ გზაზე გადართვა მოხდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანიშვილი დაესწრნენ. 

„აღსანიშნავია, რომ გზის გადართვა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით მოხდება. კერძოდ, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივ რეჟიმში მოძრაობა იქამდე გაგრძელდება,  ვიდრე ძველ გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება არ დასრულდება. შემდეგ კი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში განხორციელდება. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 6,5 კმ-იან მონაკვეთზე გზის გადართვის საკითხები საპატრულო პოლიციასთან არის შეთანხმებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ,  პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, გადაადგილება კი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

„პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები, მოეწყობა ტროტუარები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ კი, თბილისი-რუსთავის გზა სრულად განტვირთავს ამ მიმართულებით ორმხრივ მოძრაობას. თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე 17.4 კმ-ია და სირთულის გათვალისწინებით, სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ გრძელდება. მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - სიგრძით 6,8 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მესამე 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან იწყება და რუსთავის ავტობაზრობასთან დასრულდება. ამ ეტაპზე, პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს,რომლის ღირებულებაც 88 761 128,95 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

 რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, უწყების ცნობით, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი 2015 წელს გამოცხადდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics