01:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 16:17:33, 331 ნახვა

საზოგადოება
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა, თბილისის პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯაა.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანია დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

„კარგად უნდა გავიაზროთ რა არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები და რა როლი აქვს ოპოზიციას. ოპოზიციის როლია იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა იმ საკითხში, რომელიც არასწორად არის წარმოდგენილი, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული და მეც ვეთანხმები. ეს აქცია პროტესტის გამოხატულებაა და იმიტომ უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციაზე, რომელიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით იმართება, ათასობით ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics