11:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 14:29:43, 503 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს იწყებს

მიმდინარე წლის 2 თებერვალს,  იუსტიციის უმაღლესი სკოლა სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს იწყებს. 
კურსის პირველ დღეს მართლმსაჯულების სახლში მსმენელებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ექნებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორთან ლაშა მაღრაძესთან, რომელიც მათ სკოლის საქმიანობისა და კურსის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა,  რომელშიც 44 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას და მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.  
კურსის ბოლოს ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში  მსმენელი იღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაცემულ სერტიფიკატს - სკოლაში სასაწავლო კურსის გავლის შესახებ, რომელიც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics