17:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 15:20:03, 328 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2015 წლის  18 თებერვლიდან დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება. 

ხიდზე არსებულ მდგომარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ისნის და კრწანისის რაიონის გამგებლები ვახტანგ ქიზიყურაშვილი და  გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ. 

დავით ნარმანიას  განცხადებით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით წლების განმავლობაში არსებული  პრობლემა მოიხსნება. 

"ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას,  ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის" - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ხიდი შესაბამისობაში უნდა იყოს ქალაქის ისტორიულ ნაწილთან, ამიტომ, მოაჯირის განახლება საზოგადოების ჩართულობით მოხდება. 

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ტენდერი ითვალისწინებს ბარათაშვილის სავალი და  საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რებილიტაციას.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება  ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.  

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია  ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

დღეს არსებული ბარათაშვილის ხიდი 1960–იან წლებში აშენდა.  ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონტრქუცია ჩაანაცვლა.  ხელახალი აშენების  შემდეგ,  მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.  

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics