2022-04-14 13:32:46, 2900 ნახვა
კულტურა
აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების გზამკვლევი მომზადდება
აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი არაერთი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობას, სულიერ კულტურას, საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. ტრადიციები ხასიათდებიან მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობით და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, აქაურთა ხასიათის, თვითმყოფადობის, კულტურული იდენტობის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევის მიზანი ამ ტრადიციების ასახვა და პოპულარიზაციაა, რადგან სწორედ მათში ვლინდება ეთნოსის უნივერსალობა. მართალია ხალხურმა ტრადიციებმა და რიტუალებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღესაც მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი წლის ბოლოსთვის მომზადდება და მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს დაეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის” , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|