02:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 21:28:20, 603 ნახვა

Lifestyle
თინა ხიდაშელი „თავისუფალ თაობას“: შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო

„თავისუფალი თაობის“ მიერ გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები დეზერტირობაში არიან დადანაშაულებული, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

დეპუტატს აინტერესებს, ამ ამბის ავტორებს ჰყავთ თუ არა შვილები.

„აი შვილების სიების კეთება რომ მოიფიქრეს, მოიძიეს, გამოაქვეყნეს, გააშუქეს და ა.შ. ამ ამბის ავტორ-შემოქმედებს შვილები არ ყავთ, არც აპირებენ რომ ყავდეთ, თუ გონიათ რომ მათნაირი არამზადები ხვალ რომ ისევ იბოგინებენ აქ ქვეყანაში მათ შვილებს დაინდობენ წაქცეულზე წიხლის მიმყოლების რიგში ჩამდგარი უსუსურები.

არ გავიგო ეხლა დეპუტატი ხარ და ასე არ უნდა წერდეო. შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო.

მიშა როცა თეთრ ცხენზე იჯდა მაშინ გაგებედათ იქნებ დღეს ვინმეს მოესმინა კიდეც თქვენთვის“, - წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და  სპეციალური განცხადება გაავრცელა.
 
„თვე არ გავა, რომ  უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ქართველი მეომრის   ახალი სახელი და გვარი არშეემატოს  ისედაც მრავალრიცხოვან სიას.

ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ სახელსზოგიერთი პოლიტიკური პარტია ეფარება და მათ ხარჯზე ცდილობენ, უკრაინის მთავრობაში მაღალითანამდებობები დაიკავონ. ამ

დროს, თავიანთი შვილები, რომელთაც უკვე ასაკობრივი და ფიზიკური მზაობაგააჩნიათ, არათუ უკრაინაში არ მიდიან საომრად, არამედ საქართველოშიც არ აქვთ მოხდილი სამხედროვალდებულება, ხოლო მათი მშობლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებენ, საქართველოში შეწყვიტონ  ხელშეკრულება და უკრაინა-რუსეთის  ომში წავიდნენ“, - განაცხადეს „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics