18:25 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 17:59:29, 3662 ნახვა

სხვადასხვა
ალილო,შობის ტრადიცია და ფანჯრის რაფასთან ანთებული სანთელი შობის ღამეს

შობის უბრწყინვალეს დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.
ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა შობის ღამეს ფანჯრის რაფაზე სანთლის ანთება, ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს სინათლე  და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის  ილია მეორის ლოცვა-კურთხევით  დამკვიდრდა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საშობაოდ  სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ და ამ დღესასწაულისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან განსხავებული საშობაო ტრადიციები  აქვს,თუმცა ორივე მხარეს საუკუნოვანი ალილოს ტრადიცია აერთიანებს.
 შობის აღნიშვნას ტრადიციულად ალილოთი იწყებენ.ალილომ მე-5 , მე-6 საუკუნიდან აიღო სათავე.
მეალილოები გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს და  ნუგბარს  ჩუქნიან.
საშობაო, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლი დიდი სიხარულით უერთდება მეალილოეებს.
საშობაო ალილოსთან ერთად სახალხო მსვლელობაც იმართება. 7 იანვარს, შობის დღეს მარხვა ხსნილდება და შესაბამისად კლავენ ღორს და ამით აღნიშნავენ ბრწყინვალე დღესასწაულს.
 საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობის აღსანიშნავად სადღესასწაულო კერძები მზადდება.
იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში  ნიგვზის გოზინაყი. დასავლეთ საქართველოსი შობის სადღესასწაულო სუფრის უმთავრეს ატრიბუტს ღორის ხორცი წარმოადგენს.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშობაო სუფრისთვის ტკბილ ქადებს აცხობენ, ფშავ-ხევსურეთში კი საშობაო სუფრას ტრადიციულად ხინკალი ამშვენებს, ასევე ხარშავენ ლუდს და ხდიან არაყს.
სვანეთში საშობაოდ ამზადებენ კუბდარს, ხაჭაპურს, ფახლავას და ძირითადი ადგილი აქაც ხორცს უკავია.
აჭარაში საშობაო სუფრისთვის ბაქლავა და აჩმა კეთდება,ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.
 გურიაში კი საშობაოდ ღვეზელი ცხვება, ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.
ხვალ,7 იანვარს ,სრულიად მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის უბრწყინვალეს დღესასწაულს აღნიშნავს.მრევლისთვის 40 დღიანი მარხვა დასრულდება და ორი კვირის განმავლობაში მსგეფსი იქნება.
P.S. “ექსპრესნიუსი“  შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ.
თაკო მაქაცარია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics