2023-04-05 22:31:00, 2029 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის სიგნალი, რომ დასავლეთში „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა ამოიწურა
აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო პარტნიორები. "აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ეძგვერაძე - რუსულმა რეჟიმმა აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, „ტიტუშკები“ მიაგზავნა - ვერ შემაშინებთ
ომბუდსმენი - აუცილებელია, შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი შეაფასოს
მანჯგალაძე - მოძალადეების სიის გაკეთება „ქართული ოცნებიდან“ უნდა დაიწყოს
გოცირიძე - ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამის შედეგად „ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|