05:32 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 23:29:19, 1169 ნახვა

High - Tech
კულება - კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად

კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად, - ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ის იქნება, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებას გამოიწვევს, ამ დასკვნის გაკეთება კი ბოლოს იქნება შესაძლებელი, და არა ბრძოლის დასაწყისში.

"კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად. გადამწყვეტი ბრძოლა ისაა, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს. ამ დასკვნის გაკეთება ბოლოს იქნება შესაძლებელი, და არა ბრძოლის დასაწყისში...

თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა - იქნება ერთი, თუ საჭიროა ორი ან მეტი - ასეც იქნება. ეს არაა ის კონფლიქტი, რომლის გაყინვაც შესაძლებელი იქნება", - განაცხადა კულებამ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics