2023-07-20 13:53:09, 1055 ნახვა
Lifestyle
ედ შირანს დეტროიტის სცენაზე ემინემი შეუერთდა - ვიდეო
ემინემი და ედ შირანი დეტროიტის სცენაზე ერთად წარდგნენ. ეს რეპერის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მისი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის შემდეგ. ემინემი შირანის ტურნეს ბოლო კონცერტს შეუერთდა და მასთან ერთად თავისი ორი სიმღერა შეასრულა. „ყოველთვის მიხარია დეტროიტში ჩამოსვლა და სიმღერა” – უთხრა ედ შირანმა აუდიტორიას. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ემინემი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტია და თქვა: „ვიფიქრე, იქნებ შემეძლო მისი ერთ-ერთი სიმღერის ქავერის თქვენთვის შესრულება.” და შირანმა ბენდთან ერთად ემინემის ჰიტის Lose Yourself-ის დაკვრა დაიწყო. Სიმღერის დასაწყისის შესრულების შემდეგ კი სცენაზე სიურპრიზად ემინემი გამოჩნდა და სიმღერა განაგრძო. შირანმა ფანებს უთხრა, რომ ემინემი მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულებას აპირებდა. „მე კი ვუთხარი: არ შეიძლება დეტროიტში ჩამოხვიდე და მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერო. გინდათ მეორეც მოისმინოთ?” ამის შემდეგ მუსიკოსებმა ემინემის 2000 წლის ჰიტი Stan იმღერეს, რომელშიც შირანმა Dido-ს პარტია შეასრულა. „მადლობა, ედ. გაფასებ, დეტროიტ. მიყვარხართ!” – მიმართა შირანსა და მაყურებელს ემინემმა სცენის დატოვებამდე. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს მართლაც საოცარი იყო” – თქვა შირანმა, სანამ შემდეგ სიმღერაზე გადავიდოდა. „ეს ისეთი დასამახსოვრებელი საღამოა, არასდროს დამავიწყდება.” ედ შირანი და ემინები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. შირანი მიწვეული არტისტი იყო ემინემის სინგლში River 2017 წლის ალბომიდან Revival. ემინემი კი ედ შირანის Remember the Name-ში გამოჩნდა 2019 წლის ალბომში No. 6 Collaborations Project. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|