2023-07-20 14:01:24, 1143 ნახვა
Lifestyle
არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. TMZ იყო პირველი მედია წყარო, რომელმაც ეს სიახლე გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, წყვილი 2023 წლის იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ახლა კი უკვე ფორმალურად განქორწინებასაც აპირებენ. იგივე ინფორმაციას იუწყება ჟურნალი People, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გრანდე და გომესი 2023 წლის შემდეგ ერთად აღარ არიან. Billboard არიანა გრანდეს ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ვარსკვლავს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მომღერალი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადა ფილმის, სახელწოდებით Wicked გადაღებები მიმდინარეობს. 16 ივლისს გრანდე ფოტოგრაფებმა „უიმბლდონის ტურნირის“ თამაშზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებში ჩანს, გრანდეს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ენდრიუ გარფილდის, ტომ ჰიდლსტონის და ჯონათან ბეილის გვერდით იჯდა. არიანა გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, 27 წლის დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ნიშნობა 2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე გრანდე და გომესი ერთმანეთს დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|