10:47 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 12:48:56, 856 ნახვა

კომენტარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარვყოფთ

ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

კოენის თქმით, ისრაელი „ჰამასის“ ლიკვიდაციას აპირებს.

„ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, - განაცხადა ელი კოენმა.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
11 მაისს, თბილისში „ევროპის მარში“ გაიმართება
სუს-ი - ცდილობენ, აქციებზე მოაწყონ პროვოკაციები - დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics