11:41 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-05 11:34:59, 1793 ნახვა

High - Tech
Samsung ემზადება ახალი უფრო დაცული ტაბლეტის გამოსაშვებად

Samsung მუშაობს ახალ გამძლე ტაბლეტზე, სახელწოდებით Galaxy Tab Active 5 ან Galaxy Tab Active 5 Pro. ინფორმაციას Galaxy Club ავრცელებს.

წელიწადზე მეტი გავიდა Galaxy Tab Active 4 Pro-ს Snapdragon 778G პროცესორზე წარდგენიდან, ამიტომ კომპანია ემზადება ხაზის განახლებისთვის.

გამოცემის თანახმად, Tab Active 5-ს აქვს მოდელის ნომრები SM-X300 და SM-X306B Wi-Fi და 5G ვერსიებისთვის, შესაბამისად. ორივე ვარიანტისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ახლახან დაიწყო.

მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ტაბლეტის ზუსტი სახელი საიდუმლოდ რჩება: Tab Active 5 ან Tab Active 5 Pro.

ტრადიციულად, მოწყობილობა მიიღებს მოსახსნელ ბატარეას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დამოუკიდებლად. სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ვებსაიტზე გამოჩნდა ბატარეის სურათი, რომლითაც სავარაუდოდ აღიჭურვება ტაბლეტი. თუმცა, ფოტო არ არის საკმარისად ნათელი, რათა დადგინდეს ბატარეის დეტალები.

როგორც Galaxy Club აღნიშნავს, Tab Active 5-ის (Pro) შესახებ პირველი ინფორმაციის გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ტაბლეტის დებიუტი 2024 წლის პირველ ნახევარში შეიძლება.

გაჯეტის წინამორბედი გამოშვების დროს 800 ევროზე მეტი ღირდა 5G კავშირის მქონე ვერსიისთვის. Tab Active 4 Pro-ს აქვს ჩაშენებული S Pen სტილუსი, რაც უადვილებს მათ, ვინც ხელთათმანებს ატარებს ტაბლეტთან ურთიერთობას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics