2023-12-27 11:50:21, 696 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურარურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმეები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. "საუბარი შეეხება შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წინაშე ანგარიშით ასევე წარდგებიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|