16:02 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 11:44:49, 1480 ნახვა

საზოგადოება
რაც პუტინს გაუხარდებოდა ანუ „ოცნების“ ჰომოფობია წინასაარჩევნოდ

„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც მამუკა მდინარაძის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“. მდინარაძემ ამის შესახებ 29 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ გულისხმობს „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“, როგორიცაა „მშობელი 1, მშობელი 2“ და ასე შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების“ და არ გამორიცხავს, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტის შემუშავებაში მთავრობაც ჩაერთოს.

კობახიძის თქმით, მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები იყოს დაცული.

„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, აბსოლუტურად გასაგებია. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად. ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი“, — განაცხადა კობახიძემ.

ჰომოფობია როგორც იარაღი

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი მოიცავს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის თანასწორობის უფლებას.

უნდა გავიხსენოთ, რომ მსგავსი მცდელობა პარლამენტში 2023 წელსაც იყო. მაშინ ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტთან საერთო არაფერი ჰქოდათ, მაგრამ ყველას ესმოდა რომ ჰომოფობიური კანონის უკან „ოცნება“ იდგა. კანონპროექტების პაკეტი პრორუსულმა, ჰომოფობიურმა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრობამ” ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” წამყვანებთან ერთად მოამზადა. პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შესულიყო  „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ჩაიწერილიყო, რომ იკრძალება „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“.

კანონპროექტში ვკითხულობდით:

1. „აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მუქარის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერია, რომ ლგბტიქ+ პირები ერთ-ერთი ყველაზე მეტად მარგინალიზებული ჯგუფია, ისინი ექვემდებარებიან სისტემურ ჰომოფობიას, ნეგატიურ სოციალურ დამოკიდებულებებს და ჰომოფობიური გრძნობების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვა გამოწვევად რჩება.

„პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება იწვევს ლგბტიქ+ პირების მიმართ სიძულვილს, სოციალურად მიუღებლად ხდის და აფართოებს მათ მიმართ ძალადობის ფარგლებს“, — ნათქვამია ანგარიშში.

ე.წ. „დასავლური ღირებულებების“ „ქართული კულტურის“ პოლარულ ოპოზიციად განსაზღვრას ცხადია, კონკრეტული პოლიტიკური და გეოგრაფიული სამიზნე ობიექტი ჰყავს – დასავლეთი (და ზოგჯერ, კონკრეტულად ევროპა). ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და სექსუალობის ურთიერთმიმართებაში სიტყვა „დასავლეთის“ დისკურსული დომინანტობა ცხადს ხდის, რომ სექსუალობა და მისი კონტროლი ეროვნული პროექტის მხოლოდ კულტურული ნაწილი კი არ არის, არამედ ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა. ამრიგად, ლგბტ უფლებების წი- 41 ჰომონაციონალიზმი თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? ნააღმდეგ ბრძოლისას, „ქართული ეროვნული ღირებულებები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონტროლსაც ცდილობს. ან სულ მცირე, ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ გეოპოლიტიკურ მიზანს, ევროპასთან ინტეგრაციას აყენებს ეჭვქვეშ. კონტექსტისთვის, აუცილებელია გავიხსენოთ, 2013 წლის 17 მაისს ევროპასთან ასოცირების ხელმოწერამდე ერთი წელი იყო დარჩენილი. რაც შეეხება სიტყვა „პროპაგანდის“ 17 მაისის ჰომოფობიურ დისკურსებში დომინირებას, ერთი შეხედვით, მას კონკრეტული გეოგრაფიული და პოლიტიკური რეფერანტი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ის ღიად გაცხადებული არ არის. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ლგბტ აქტივისტებმა საქართველოშიც და მსოფლიოშიც კარგად იციან, რომ სიტყვათშეთანხმება „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“ პუტინის რუსეთის 2013 წლის ცნობილი ჰომოფობიური კანონის მემკვიდრეობაა. სულ მცირე, ამ სიტყვათშეთანხმების პოპულარიზაცია სწორედ რუსეთში, მისი აკრძალვის პერიოდში მოხდა. „პროპაგანდასთან“ ერთად, 17 მაისის შესახებ გამართულ დისკუსიებში რუსული წარმოშობის მეორე სიტყვათშეთანხმების – „უცხოეთის აგენტების“2 – ასევე კონტექსტის გარეშე, თუმცა ხშირი ხმარება ცხადყოფს, რომ ქართველი მემარჯვენე აქტივისტები და ეკლესია, ამ შემთხვევაში ქართული ეროვნულობის დასაცავად, რუსულ დისკურსსა და პოლიტიკურ ტექსტებს ეყრდნობოდა.

შეფასებები

თბილისის მერს კახი კალაძეს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ლგბტ თემამ საქართველოში არაერთხელ გამოიწვია დაპირისპირებები, ეს კანონი კი ამ დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა.

მისივე თქმით, ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, შესთავაზეს, რომ ერთად იმსჯელონ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალავასთან დაკავშირებით კანონპროექტი ერთად დაწერონ.

„ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდა, მივიღოთ პრინციპი, რასაც ჰქვია ლგბტ, ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის აკრძალვა. რაც შეეხება დანარჩენ ფორმას, შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასაპარლამენტოს, რომ თუ აქვთ წინადადებები, შემოგვთავაზონ და ერთად დავწეროთ ეს კანონპროექტი. პრინციპზე თუ წინააღმდეგი არიან, რომ პროპაგანდა არ უნდა იყოს, მაშინ ვერ შევთანხმდებით და მაშინ თქვან საზოგადოებასთან, რომ ისინი მომხრე არიან, რომ ბავშვების ფსიქოლოგიაში შევიდნენ და უთხრან, რომ დედიკოს ჩაგინაცვლებს მამიკო, ტრანსგენდერის რძე ყოფილა თურმე იგივე დედის რძე, აღლუმებში ბავშვებს მონაწილეობას მიაღებინებენ, ეს ყველაფერი რომ დაშვებული უნდა იყოს, ეს აღიარონ და კი ბატონო. ამას თუ არ აღიარებენ, პრობლემა არ არის ფორმაზე, ჩვენ მივიღებთ მათ წინადადებებს, განვიხილავთ. ფორმა როგორი უნდა იყოს, შევჯერდებით, მაგრამ პრინციპზე თქვან, რომ არიან თანახმა, რომ საქართველოში არ შეიძლება, ბავშვებს ასწავლონ სკოლაში, რომ თურმე ორი კაცის სიყვარული იგივეა, რაც ქალისა და კაცის სიყვარული, ეს ანტიკონსტიტუციურიც არის საქართველოში და ანტიქართულიც და, რაც მთავარია, არაადამიანურია. ჩვენ კანონპროექტი ჯერ არ დაგვიწერია და არ გვითქვამს, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, დავწეროთ კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში ერთად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გირჩის წევრის და საკრებულოს დეპუტატის ცოტნე კობერიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ იმ პედოფილებს, უნდა მიხედოს რომლებსაც ხელს აფარებენ საპატრიარქოში, თვითონ რომ კრებსებში და სუს-ის ფაილებში აქვთ,

„ერთ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. ყველა პოლიტიკოსი ერიდება და ამას ძალიან ვერ ვიტან. წეღან ეთერშიც ვუყურებდი მდინარაძის ახალ [ინიციატივაზე] LGBT ჯგუფზე, კითხვა რომ დასვით და მაშინ, როცა ამდენი ადამიანი საქართველოდან გარბის, პირდაპირ მოდის გამზადებული პასუხი იმისთვის, რომ ამ თემას გვერდი აუარონ.

ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ამ თემას არ სჭირდება არანაირი დამალვა და მარტივი სათქმელია, რომ ყველაზე დიდი უმცირესობა არის ერთი ადამიანი და ყველა ერთ ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი ცხოვრება ისე განკარგოს, როგორც უნდა, თუ სხვას ხელს არ უშლის.

ამათმა იმ პედოფილებს, რომლებსაც ხელს აფარებენ საპატრიარქოში, თვითონ რომ კრებსებში და სუს-ის ფაილებში აქვთ, იმას მიხედონ. თვითონ რომ ცოდვა ჰგონიათ იმ ეკლესიაში, იქ რომ მამათმავლობაა და ამის სუს-ის ფაილები რომ თვითონაც აქვთ და ერთმანეთთან ძმაკაცობენ, მოდი, ერთმანეთთან დალაგდნენ და ერთმანეთს მიხედონ.

ზუსტად იმან გაათამამა ეს ხალხი, 5 ივლისს რომ გამოვიდნენ, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხალხს აცემინეს და მერე მთელი ოპოზიცია ცოტა ხანი ჩაჩუმდა. ამ სიჩუმის ბრალია ის ექო, რაც დღეს არის.“ -აცხადებს ცოტნე კობერიძე.

ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანაში რეალური პრობლემაა პედოფილიაა.

„იმ პედოფილებს მიხედონ, რომლებსაც საპატრიარქოში აფარებენ ხელს ბოკერია რეალური პრობლემაა პედოფილია - გაგიგიათ სადმე ამაზე კამპანია ჩვენი მთავრობის? ეს რეჟიმი მუდმივად იმ თემების, რომლებიც ან ცუდი მიზეზებით, ან ლეგიტიმური მიზეზებით, მგრძნობიარე თემებია და ამ შემთხვევაში ლაპარაკია განსხვავებული ადამიანების მიმართ შიშებზე, რომელიც შემდეგ სიძულვილში და ძალადობაში გადადის, ექსპლუატაციას ეწეოდა წლების განმავლობაში. ახლაც, მთლიანად მოგონილია, თითქოს, ამ თემებთან დაკავშირებით, რაიმე საკითხს, გარდა ძალადობისა და ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, სექსუალური უმცირესობების, რომელიმე დასავლური ინსტიტუცია უყენებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ეგეთი რამე არ არსებობს. აქ თან რაშია ვირეშმაკობა განსაკუთრებული. ისინი იყენებენ დასავლეთში არსებულ რეალურ დისკუსიას მართლაც მნიშვნელოვან თემაზე და ეს თემა ეხება მემარცხენე ექსტრემიზმს, ე.წ. ვოუქ ექსტრემიზმს, რომელიც უმცირესობების წარსული დისკრიმინაციის გამოყენებით, დღეს მეორე უკიდურესობაშია და ცდილობს სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. მაგალითად, ტერმინები დანერგოს ან საერთოდ დაანგრიოს წარმოდგენა და თქვას, რომ ქალი და კაცი არ არსებობს... ან რომ ზოგიერთ მშობელს აქვს უფლება, რომ ბავშვს თუ შეამჩნია, რომ რაღაც განსხვავებულია, სქესი შეუცვალოს ადრეულ ასაკში - ეგ საერთოდ ბოროტებად მიმაჩნია, სახიფათო ბოროტებად. ოღონდ, ეს დისკუსია საქართველოში არ არსებობს. ამ ამბის აღრევას ახდენენ ფუნდამენტურ თავისუფლებასთან ყველა ჯგუფის და ყველა ადამიანის, მათ შორის, ნებისმიერი ორიენტაციის და იდენტობის მქონე ადამიანის, რომელთა მიმართაც ჩვენ გვაქვს პრობლემა ძალადობის და მათი ფუნდამენტური თავისუფლების... რასაც პროპაგანდას ეძახიან, რეალურად საუბარია ფუნდამენტურ თავისუფლებაზე... ბავშვებზე როცაა საუბარი, რეალური პრობლემაა სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანების მიმართ, პედოფილია და არასრულწლოვანების ქორწინება. ოღონდ, გაგიგიათ სადმე მაგაზე კამპანია ჩვენი მთავრობის ან ამაზე რეაგირება?.. თქვენ იცით, ერთი პერიოდი რამდენიმე შემთხვევა რომ მიეწყო ძალიან სკანდალური, სადაც ერთ-ერთ ასეთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული სწრაფად იქნა მსუბუქი სასჯელით განთავისუფლებული, ამას მოჰყვა რეაქცია, მთელი ჯგუფი შეიქმნა და არსებობს ეს ხალხი ახლაც, "დასაჯე პედოფილი" ჰქვია. მათ ჰქონდათ წინადადებები ხელისუფლებასთან, მიმართეს წერილით კონკრეტული მოთხოვნებით, რომლებსაც ევროპული საქართველო ვიზიარებთ, იგივე ხედვა გვაქვს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რა რეაქცია იყო? პაპუაშვილს მიმართეს, სხვათა შორის, როგორც მახსოვს. ნული. არც შეხვდნენ საერთოდ... [ეს პრობლემები] ფეხებზე ჰკიდიათ. უბრალოდ უყრუებენ ამას. რატომ? იმიტომ, რომ ეს რეალური ამბავია და იქ მტრის ხატის შექმნა პოლიტიკური ოპონენტებისგან და დასავლეთისგან რთულია უფრო... სინამდვილეში, ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ადამიანები არიან ვირეშმაკა, მაიმუნი მავნებლები, ფარისევლები. რეალური პრობლემები არ აინტერესებთ. ეს თემა აინტერესებთ იმიტომ, რომ შეუძლიათ საზოგადოების ნაწილის მაინც შეცდომაში შეყვანა, რომ ზოგადად, თავისუფლების იდეა და ყველა ამ უმცირესობის ჯგუფის ფუნდამენტური თავისუფლების იდეა არიონ იმ დისკუსიაში რაც დასავლეთშია - ვითომ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ.“ -  გიგა ბოკერია 

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არაა ბავშვისთვის სქესის გადაკეთების პრობლემა - არის პედოფილიის

„საქართველოში რეალურად არ არსებობს ბავშვისთის სქესის გადაკეთების პრობლემა, მაგრამ არსებობს ბავშვების შიმშილის და კიდევ უარესიც, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი პრობლემა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე ბავშვი პატარძლების რაოდენობით, ანუ ბავშვების გათხოვების - უამრავი შემთხვევაა სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანზე. საქართველოში უამრავი ბავშვი მშობიარობს - მხოლოდ შარშან ასმა ბავშვმა იმშობიარა. ისინი არიან დასაცავი იმისგან, რაც მათ თავს რეალურად ხდება, ესენია: შიმშილი, სექსუალური ძალადობა, გათხოვება... სახელმწიფო რას აკეთებს?! გინახავთ მდინარაძე ან კობახიძე გამოსულები პედოფილიის წინააღმდეგ? [...] რომელიმე ხელისუფლების პირი გამოსულა და გამოხმაურებია, იმას, რომ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ოღრაში კაცები? - არა. იმიტომ არ გამოხმაურებიან, რომ ამ ხალხს ფეხებზე ჰკიდიათ ბავშვები, მათ ანაღვლებთ მარტო თავიანთი შვილები, რომლებსაც თქვენგან აკრეფილი გადასახადებით სვამენ სახელმწიფო თვითმფრინავებში და დააფრენენ უმაღლესი განათლების მისაღებად.“ -ამბობს ჩერგოლეიშვილი.

რუსული კანონის კალკი ? ანუ რაც პუტინს გაუხარდებოდა

“ლგბტქ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. თუმცა, გასული წლის ბოლოს კანონმდებლობა იქ კიდევ უფრო გამკაცრდა. პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, პედოფილიას და სქესის შეცვლას“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ტრადიციული ღირებულებების” დაცვაზე ისაუბრა, როდესაც მან უკრაინაში შეჭრა გამოაცხადა. მას შემდეგ სახელმწიფო დონეზე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა მხოლოდ გამძაფრდა.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, ხუთშაბათს, 2023 წლის 30 ნოემბერს, მიიღო არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. „მედიაზონის“ ინფორმაციით, სარჩელი ბრალდებულის გარეშე განიხილებოდა, სასამართლოს სხდომაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დახურულ კარს მიღმა სხდომა ოთხ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მიიწვიეს. სარჩელი განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ნეფედოვმა. გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

სარჩელის შეტანის დროს არავითარი "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" არ არსებობდა. LGBT არის აბრევიატურა სიტყვებისა "ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები"; გამოიყენება ისეთი აბრევიატურებიც, როგორებიცაა: LGBTQ (იგივე queer), LGBT+ და ა.შ. უფლებადამცველები შიშობენ, რომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვა მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანებისა და ასევე მათი უფლებების დამცველი აქტივისტების შემდგომ რეპრესიებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტიფიკაციისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სასამართლოს ვერდიქტი "არ იმოქმედებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და არ გამოიწვევს რაიმე უარყოფით სამართლებრივ შედეგებს".

ერთადერთი შეზღუდვა „უკავშირდება ლგბტ პროპაგანდას, მის რეკლამირებას, ინტერესის ფორმირების აკრძალვის აუცილებლობას, ლგბტ მოძრაობაში ჩართვას." იმავდროულად, რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს მისი სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვას. არასასურველი ორგანიზაციის ნებისმიერი არაუარყოფითი შეფასება კი შეიძლება განიმარტოს, როგორც ექსტრემიზმის გამართლება ან ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდება.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ სარჩელი უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 17 ნოემბერს შეიტანა. ამას წინ უძღოდა ლგბტ ადამიანების მიმართ არაერთი რეპრესიული კანონის მიღება, მათ შორის ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტრანსგენდერული გადასვლის დე ფაქტო აკრძალვა და დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის აკრძალვა.

მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ არაფერი „ჩამორჩენილი“ ან „არათანამედროვე“ რუსულ ჰომოფობიურ დისკურსში არ არის. რუსეთი ცივილიზაციაზე კი არ ამბობს უარს, არამედ დასავლურ ცივილიზაციას ეწინააღმდეგება და მისი საპირწონე ცივილიზაციური სივრცის შექმნის პრეტენზია აქვს. ამ ცივილიზაციური სივრცის შექმნის პროცესში კი, ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დასავლურ (და ასევე იმპერიალისტურ) დისკურსს სექსუალური უფლებების მნიშვნელობას, ან ჰომონაციონალიზმს უპირისპირდება. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ თუ ჰომონაციონალისტური იდეოლოგიებისთვის ლგბტ პრაიდი ლგბტ უფლებების დაცვის სფეროში ერთგვარი ლაკმუსის ტესტი გახდა, რუსული ჰომოფობიური დისკურსი სწორედაც რომ ჰომოსექსუალობის „პროპაგანდას“ ანუ საჯარო გამოხატვას კრძალავს.

სამწუხარო ის არის, რომ რუსეთის „ტრადიციებისკენ შემობრუნება“ და დასავლეთის სექსუალურ პოლიტიკასთან წინააღმდეგობა, ფართო რეზონანსს ჰპოვებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ეროვნული იდეოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა, გაფართოება თუ შეზღუდვა ჯერ კიდევ მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. თუმცა, ამ „ბუნებრივი“ რეზონანსის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ტრადიციული ღირებულებების რიტორიკის გავრცელებაში ჩადებული უზარმაზარი ძალისხმევაც გავაანალიზოთ. რუსეთი სხვადასხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტრატეგიულად უკავშირდება და აძლიერებს სამოქალაქო, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საკუთარი „ტრადიციული ღირებულებების“ იდეოლოგია ამ ქვეყნების „ორგანულ“ იდეოლოგიად ან „უმრავლესობის ხმად“ წარმოაჩინოს. როგორც ვიცით, მაგალითად, ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტის სხვადასხვა ვარიანტის განხილვა მრავალი პოსტ-საბჭოთა ქვეყნის პარლამენტს მოუხდა, და ზოგიერთმა მათგანმა კანონი კიდეც მიიღო (Spread of Russian-Style Anti-Propaganda Laws, 2014). კანონპროექტის ავტორები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სოციალური კონსერვატიული ჯგუფები თუ პოლიტიკური ძალები იყვნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფარმადეპოში“ ბეჭდების აქცია დაიწყო
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე - თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნას განხილული
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics