14:56 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 15:15:34, 781 ნახვა

პოლიტიკა
მელია და გვარამია ერთიანდებიან - პარტია „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

პოლიტიკური ლიდერების თქმით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს.

"ჩვენი პარტია არის "ახალი". ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა; ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას; ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ დავძლიოთ გამოწვევები, ჩვენ შევცვლით; ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი; ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ.

ეს არის ჩვენი სიმბოლოები, წინ მიმართული ისარი. ეს არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი განაცხადი, ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და არ გავიხედავთ უკან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ლოგოც კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4, რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე - თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნას განხილული
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ - პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics