14:36 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 13:13:18, 415 ნახვა

სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სხდომის გადადების მიზეზი პროცესზე ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა.

"ბრალდებულმა უარი განაცხადა სხდომაზე გამოცხადებაზე. მისი განმარტებით, სურვილი აქვს, დაესწროს დისტანციურად... დღევანდელ სხდომაზე არ მოვისმენ მხარეების დასკვნით სიტყვებს და გადავდებ",- თქვა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ - პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
შალვა პაპუაშვილს უკვირს ამერიკელი სენატორების პოზიციები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics