19:43 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 13:55:13, 397 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

მისი  განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ასეთი განცხადებების ავტორს „სერიოზული პრობლემები აქვს".

„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო, არ ვიცი, მაგ განცხადებაზე  რა კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“,- განაცხადა კალაძემ. 

ჟურნალისტის კითხვას, „გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი", კალაძემ ასე უპასუხა:

„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცეებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცეები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს - დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა
„ბათუმობის“ დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ
მეუფე იაკობი - ვის უნდა რუსული კანონი? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვა ქვეყნების
ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics