18:53 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 15:47:21, 402 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ნიკა გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას თავიდან ვერავითარი ტრიუკებით ვერ აირიდებს".

„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს, გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა.

ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს",- განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი - ევროპაში სიტყვის თავისუფლება ცუდ მდგომარეობაშია
პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით
ხუციშვილი - საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics