18:20 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 19:18:06, 347 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ოთარ ფუტკარაძის 70  წლისადმი მიძღვნილ  საიუბილეო  საღამოს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ომარ ტაკიძემ, ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცა, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა და საგანმანათლებლო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

“დამსახურებული პედაგოგი 50 წელზე მეტია პროფესიული ერთგულებით, კეთილსინდისიერად დღემდე  ემსახურება საგანმანათლებლო სფეროს. ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობა სხეფისა და მახალაკიძეების საჯარო სკოლაში დაიწყო. 

1976 წლიდან დღემდე შუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელია, იყო ამავე სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე. მინიჭებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. 

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. მისი ავტორობით გამოიცა ლექსების კრებული ,, მთიდან ამოთქმული ბწკარები“.

ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე: ვეთანხმები სენატორებს, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები
მღვდელმთავარი ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს იუდას ადარებს
რუსეთის რეჟიმმა Associated Press და Reuters-ის ჟურნალისტები დააკავეს
მმართველი პარტია, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოვებულ სხდომას მართავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics