2024-03-30 12:15:50, 377 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიას „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლეს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთად ისადილეს. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
კალაძე - ყოველგვარი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია
კალაძე - ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე
კალაძე - მე არ ვიცი, კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|