09:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:38:44, 545 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი განიხილეს

 საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის -  გაერთიანებულ სხდომაზე  „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტის  განხილვა გაიმართა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა  კანონმდებლებს ახალი „ტყის კოდექსის“ ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები გააცნო.  მხარეებმა სატყეო სექტორის რეფორმაზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და ბესარიონ აბაშიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics