2016-02-10 16:43:18, 635 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და იან მლადეკი საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა იან მლადეკმა დღეს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გახსნეს და ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ. ბიზნესფორუმს 31 ჩეხური და 85 ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხური ბიზნესი წარმოადგენდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სარკინიგზო პროდუქცია-დანადგარები, საბანკო-საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი-ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო ტურიზმი, ჯანდაცვა, ფარმაცევტული საშუალებები, მშენებლობა, ელექტრო ლოკომოტივები და სხვა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. მათ შორის, საქართველოში ლუდსახარშისა და ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლის საკითხიც დასახელდა. ,,კერძო სექტორი არის ის, ვინც ანვითარებს ეკონომიკას, ვინც რეალურად უწყობს ხელს ქვეყნის წინსვლას. შესაბამისად, ასეთი ღონისძიებები იმის საწინდარია, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის ურთიერთოებები განვითარდეს და გაღრმავდეს. აქ არის ჩეხეთის კომპანიის 30–მდე წარმომადგენელი. მათ შორის, არის ძალიან კონკრეტული წინადადებები, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელდეს. ასევე არის ინტერესი ქართული მხრიდან გარკვეული შეთავაზებების და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფორმუმის ბოლოს ჩვენ გვექნება საკმაოდ წარმატებული გარიგებები უკვე კერძო სექტორის მიმართულებით. კონკრეტულად - დაინტერესება არსებობს საქართველოში ლუდის სახარშის და ლუდის ქარხნის აშენების, ასევე არის კიდევ რამდენიმე დაინტერესება. დღეს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას საჰაერო ნავიგაციასა და ჩეხურ კომპანიას შორის, რომლითაც საჰაერო ნავიგაცია ყიდულობს ფრენების საკონტროლო სარეზერვო სისტემას. შესაბამისად, ესეც შეემატება იმ აქტივს, რომელიც ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ბიზნესფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის. ბიზნესფორუმზე, ასევე, გაფორმდა შეთანხმება ქართულ კომპანია „საქაერონავიგაცია“-სა და ჩეხურ კომპანია „ICZ“-ს შორის შეთანხმების ხელმოწერა საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სარეზერვო სისტემის შეძენა-მონტაჟის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემა დაყენებული იქნება თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონულ ცენტრში და ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემას, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2016 იწურება. პროექტის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია, სამონტაჟო სამუშაოებს, ხელშეკრულების თანახმად, ჩეხური კომპანია ICZ თავად ჩაატარებს. საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი დასრულდა B2B ფორმატის შეხვედრებით, რომლის დროსაც გაიმართა 178 შეხვედრა ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|