13:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:45:10, 375 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის სრულფასოვანი პარტნიორი იყოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. ხვალ კი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე იქნება საუბარი.

„თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს, როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება.

ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სრული თანამონაწილეობა, სიტყვისა და დისკუსიაში მონაწილეობის უფლება, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ვთქვათ იმ ინტერესის შესახებ, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს.

ხვალ უკვე არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე გვექნება საუბარი. ვარშავის სამიტისგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს. როდესაც ჩვენ ამის შესახებ მოვყვებით, არავის უნდა დარჩეს კითხვა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით...

ამ წუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა. ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე. თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა - ზიანი მიადგეს, ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“, - განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics