16:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:05:55, 352 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობა იყო.

მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის დიალოგისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჰერბერტ ზალბერი დღეს საქართველოში მოემგზავრება, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მოსამზადებლად დამატებით შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და   ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics