01:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:42:30, 628 ნახვა

ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2016 წლის 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.890 პროცენტით, მაქსიმალური 14.110 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.884 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 13.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics