13:39 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:45:20, 417 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, ხშირად უტრირებულად არის წარმოდგენილი

„ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, ხშირად უტრირებულად არის წარმოდგენილი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველომ შესაძლოა დასავლურ ორიენტაციას გადაუხვიოს.

ვოლსკის შეფასებით, ანგარიში უტრირებულად არის წარმოდგენილი.

"ხშირად, ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, მაგალითად უსაფრთხოების თემებს, რასაკვირველია უტრირებულად არის წარმოდგენილი ზოგიერთი მიმართულება, რამეთუ ყურადღება იქნეს გამახვილებული და ეს 100 პროცენტიან აუცილებლობას არ გულისხმობს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური, თავის ოფიციალურ გვერდზე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი.

დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური  რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან  დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში

როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის.

კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული  პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური  ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი  პოლიტიკური სისუსტე გახდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა
გომელაური - შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიაში
გომელაური - ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics