14:13 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:47:08, 533 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ეკომიგრანტ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს შეხვდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მაღალმთიანი აჭარის, ქვემო ქართლისა  და კახეთის რეგიონში არსებული ოთხი სკოლის 24 ეკომიგრანტ მოსწავლეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა ბიზნეს პროექტების შედგენასა და საკომუნიკაციო არხების მნიშვნელობის შესახებ 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოზარ სუბარმა მოსწავლეებს სამინისტროს მიერ ეკომიგრანტების განსახლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ეკომიგრანტი ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს საცხოვრებელ ადგილსა და სახლს, რაც მათ  შემდგომ ინტეგრაციასა და ადაპტაციას უწყობს ხელს. სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა ტრენინგების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე მინისტრმა ეკომიგრანტი მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

ორგანიზაცია CENN-მა ტრენინგის მონაწილე ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური საჩუქრები, ხოლო თითოეულ სკოლას მცირე ბიბლიოთეკა და გლობუსი გადასცა.

სამინისტრომ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მოსწავლეებს სპორტული ფეხსაცმელები გადასცა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics