21:19 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:03:22, 578 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ გამწვანებული ტერიტორიების ნაწილისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა.

„თბილსერვის ჯგუფის მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის 9 მარტის სახელობის ბაღი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, რიყის პარკი, ვაკის პარკი, პარკი მზიური, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტურობის გაზრდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, აგრეთვე განისაზღვრა ის გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, ბაღები), რომელთა მოვლა-პატრონობას, მათ შორის მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს,  მავნებელი დაავადებისაგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics