16:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:08:26, 390 ნახვა

პოლიტიკა
ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

„მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული, უსუსური და არაპროფესიონალური, 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მისი გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა და დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

მიშველაძემ ოფიციალური წერილი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გიორგი ბარათაშვილისგან მიიღო.

წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელი" ჟურნალისტთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.

„მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული, უსუსური და არაპროფესიონალური, 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი. გიორგი ბარათაშვილისგან მქონდა შემოთავაზება, რომ მე გასართობი გადაცემა გამეკეთებინა, რაზეც მე უარი ვთქვი, რადგან ჩემი ჟანრი არ არის. როდესაც უარი ვთქვი, მითხრა, რომ გააკეთე ისევ თოქ-შოუ, ოღონდ პირობა იყო, რომ ეთერში პოლიტიკოსები არ მომეყვანა, რაზეც მე დავთანხმდი. სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომ ეთერში იანვარში გავიდოდა, იანვარი გავიდა, მაგრამ არაფერი“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, ცნობილმა ტელეწამყვანმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა.

წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა ვერ მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics