01:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:26:20, 563 ნახვა

საზოგადოება
„თელავი - ისტორია და თანამედროვეობა" - ეროვნული არქივისა და თელავის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა" დაიწყო. 

ამ თემაზე მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თელავის უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.

პროექტის მიზანია ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლა. ამასთან, იგეგმება დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემა, ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებისა და სხვა დოკუმენტური მასალების გამოყენებით.

თელავის ისტორიის ამ მასშტაბის კვლევა პირველად ტარდება. მისი მიზანია სანდო, უტყუარ საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით ქალაქის ისტორიული წარსულის გაშუქება.
 
 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics