09:39 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 09:49:51, 503 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა ევროკომისიას მიაწოდეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

კვირიკაშვილის თქმით, ევროკომისია დაარწმუნა, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს.

„ასევე, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს და ჩვენ ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენთვის ეს არის სისხლ-ხორცეულად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის, იყოს შესრულებული ჩვენი მხრიდან და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი სტანდარტით და მაღალი მოლოდინების თამასით ელოდებიან ჩვენგან ყველა ამ სტანდარტის შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მთელ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოში გავავრცელოთ ეს განწყობა იმისათვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე დაექვემდებაროს ასევე ამ მაღალ სტანდარტებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics