22:18 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 17:36:21, 299 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ

თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის პარალელურად, ევროკავშირში იზრდება მისი მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკური „მეგობრების“ ანტიევროპული აქტივობები.

„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დროს, როდესაც უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ევროპა. უკრაინაზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი არ აფასებდა და არასწორად აღიქვამდა პუტინს, მის დაგეგმილ ქმედებებს. თავს ნუ მოვიტყუებთ: „პუტინის მეგობრებს“ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, დეზინტეგრაციის პროცესით. პუტინს სურს, თავის სასარგებლოდ გავლენა მოახდინოს ამ წელს დასავლეთის ყველა მომავალ გადაწყვეტილებაზე – ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, გერმანიის არჩევნებზე ზაფხულის ბოლოს და აშშ-ის არჩევნებზე ნოემბერში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
ივანიშვილი - უცხოელებს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ
პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს
ბიძინა ივანიშვილი - საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics