03:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 10:41:34, 455 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონის სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონის სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლხეთის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ ნადირობისა და ტერიტორიის საზღვრებში სანადირო იარაღით გადაადგილების საკითხები განიხილეს. 

მონადირეების განცხადებით, დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ ნადირობის დამაბრკოლებელ ფაქტორს დაჭაობებული და სავალად უვარგისი ტერიტორიები წარმოადგენს. მონადირეები დაცული ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

გიგლა აგულაშვილის განცხადებით,  არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილება აკრძალულია.

შეხვედრას, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics